2021-02-24 12:11:01, 403 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - დიალოგი შესაძლებელია, მაგრამ მანამდე პოლიტიკურმა პატიმრებმა საპყრობილეები უნდა დატოვონ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ჩამოყალიბდეს, სურს თუ არა რეალურად დიალოგი.
უდუმაშვილის თქმით, ვიდრე დიალოგამდე მივა საკითხი აუცილებელია, რომ პოლიტიკურმა პატიმრებმა საპყრობილეები დატოვონ.
„ჯერ ჩამოყალიბდეს პრემიერი, სურს თუ არა დიალოგი. იმიტომ, რომ ორი დღის წინ ტრიბუნიდან განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დასრულებულია. ახლა იძახის, რომ დიალოგი არის აუცილებელი. დიალოგი შესაძლებელია, მაგრამ მთავარი არის დიალოგამდე პოლიტიკურმა პატიმრებმა დატოვონ საპყრობილე“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან