16:55 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-23 12:04:48, 619 ნახვა

რეგიონი
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების, „ქედა ლიდერის“ და „ENPARD ხულოს“ დახურვის ცერემონია გაიმართა

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების „ქედა ლიდერის“ და „ENPARD ხულოს“ დახურვის ცერემონია გაიმართა.

ბოლო ოთხი წლის მანძილზე ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, 170 ადგილობრივი განვითარების ინიციატივა და 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით.

ჩამოყალიბდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG), შეიქმნა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები და დაფინანსდა ქედის მუნიციპალიტეტში 97 ინიციატივა. პრეოქტებს ახორციელებდნენ ორგანიზაცია CENN ქედის მუნიციპალიტეტში, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი.

ღონისძიება გახსნეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ, ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან გორგილაძემ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ, ჩეხეთის რესპუბლიკის Caritas-ის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, იან ბლინკამ.

ლევან გორგილაძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლებს უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებისათვის ქედაში და ხაზი გაუსვა მხარდაჭერის მნიშვნელობას. ასევე, მადლობ გადაუხადა ქედის ადგილობრივი განვითარევის ჯგუფს, პროექტის განმახორვიელებელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ყველა მონაწილე აქტორს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics