09:38 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 12:19:01, 449 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას - ჩვენი პოზიციები ვერასდროს დაახლოვდება, ღმერთმა დამიფაროს დაახლოვდეს

ჩვენი პოლიტიკური პოზიციები შეიძლება ვერასდროს დაუახლოვდეს ერთმანეთს და ღმერთმა დამიფაროს, დაუახლოვდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალის პარლამენტში არ შესვლა, მიზანმიმართული საბოტაჟია სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენი ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალა არ შემოდის საქართველოს პარლამენტში, არის აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მე მინდა მათ მივმართო, ვიცი, რომ არ შეიძლება არსებობდეს იმაზე მეტი საფუძველი კონსესუსისთვის, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მომავალია. ჩვენი პოლიტიკური პოზიციები შეიძლება ვერასდროს  დაუახლოვდეს ერთმანეთს და ღმერთმა დამიფაროს დაუახლოვდეს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება, სამუშაო რეჟიმში დისკუსია, ყველას დაგვეხმარება მათ დახვეწაში. მერწმუნეთ, ხალხს ნაკლებად აინტერესებს, მაგალითად, საარჩევნო კოდექსის რაღაც გარკვეული დეტალები, ის, თუ რა გზით მოხვდებიან ადამიანები პარლამენტში, თუ ამ ტრიბუნიდან არ ისმის მათი სათქმელი. ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მათი რეალური პრობლემების გადაჭრა. ჩვენ ახლა გვჭირდება ერთიანობა. ის, რაც ხდება ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან, თავიანთი პარტიული ტელევიზიების პროპაგანდით, შეიძლება ცოტახნით მოატყუო ადამიანები, მაგრამ ძალიან მალე ამ შესაძლებლობასაც გამოვართმევთ ხელიდან, რადგან ამ ყველა სიცრუეს დავუპირისპირებთ სიმართლეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics