|
2021-02-22 10:25:31, 1075 ნახვა
სამხედრო
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 3 წელი გავიდა
ქართველი სამხედრო მოსამსახურის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. შეგახსენებთ, რომ ცხინვალში 2018 წლის 23 თებერვალს 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი წამებით მოკლეს. ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. მაშინ ოსური მხარე იუწყებოდა, რომ დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ოსური მხარის ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა”. გარდაცვლილის ოჯახს ცხედარი 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)