09:39 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 09:48:51, 428 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკებებისთვის მზაობა დაგვიანებულია

ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკებებისთვის მზაობა დაგვიანებულია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ერთი მხრივ მოლაპარაკებებზე საუბრობს, ხოლო მეორე მხრივ პროვოკაციებს აწყობს.

„ეს არის დაგვიანებული, თუმცა თუ მათ მართლაც აქვთ სურვილი ეს კიდევ საკითხავია და გასარკვევია, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ ერთი მხრივ ისინი საუბრობენ თითქოს მოლაპარაკებებზე, თუმცა მეორე მხრივ ხედავთ რომ ისინი აწყობენ პროვოკაციებს. ისინი პოლიციელების წინააღმდეგ მოქმედებას ცდილობენ. ჩვენ ამ ყველაფერს ვუპასუხებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ენით, დემოკრატიული პრინციპების ფარგლებში და როგორც აქამდე ვაცხადებდით, მზად ვართ მოლაპარაკებისთვის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics