16:16 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-19 17:54:31, 461 ნახვა

სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო - მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის მიმართ განხორციელებული ცილისმწამებლური კამპანია პირად შეურაცხყოფაში გადაიზარდა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიკა მელიას საქმის განმხილველი მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ და ცრუ ბრალდებებს ეხმაურება.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, მოსამართლის მიმართ განხორციელებული ცილისმწამებლური კამპანია გასცდა  გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს და პირად შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეხმაურება სასამართლო სისტემისა და მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ, დაუსაბუთებელ და ცრუ ბრალდებებს, რომელიც უკავშირდება 2019 წლის 20 ივნისის ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისათვის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ნიკანორ მელიასათვის  აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

ამ დღეებში სასამართლოსა და საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ განხორციელებული ცილისმწამებლური კამპანია გასცდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს და  ცრუ ბრალდებებსა და პირად შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

გვსურს საზოგადებას განვუმარტოთ, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ დაარღვია აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს პირობები. მისთვის ცნობილი იყო ის სამართლებრივი შედეგები, რაც ახლავს გირაოს პირობების დარღვევას. მან გაცნობიერებულად და მიზანმიმართულად აარიდა თავი კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, რის თაობაზეც არაერთხელ საჯაროდ განაცხადა.  

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გირაოს პირობების მიზანმიმართულად/გაცნობიერებულად დარღვევა და კანონის მოთხოვნების აშკარა უგულებელყოფა ერთმნიშვნელოვნად არის აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლის საფუძველი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ბრალდებულის მიერ გირაოს პირობების ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, სხვა ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას არ იძლევა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ სასამართლოს პოლიტიზირებისა და დისკრედიტაციის მცდელობისგან.    სასამართლო არ დაუშვებს შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელებას და გარკვეული ჯგუფების დაუსაბუთებელი ბრალდებების თავიდან აცილების მიზნით კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფას“, - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics