|
2021-02-19 14:49:08, 476 ნახვა
საზოგადოება
DRI - ქვეყანაში, გასულ წლებთან შედარებით, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ხარისხი გაუარესდა
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში გასულ წლებთან შედარებით, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ხარისხი გაუარესდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს, როგორც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები და საპარლამენტო კონტროლის შესუსტება, ასევე, ხელისუფლების მიერ შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ჩარჩოს უგულებელყოფა. „აქციებზე დაკვირვება დაძაბული პოლიტიკური, სოციალური და გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე მიმდინარეობდა. პრობლემათა ჩამონათვალს ოქტომბრიდან კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის ნახტომისებური ზრდა დაემატა, რამაც, როგორც მმართველი ძალა, ასევე, პოლიტიკური ოპოზიცია დამატებითი გამოწვევების წინაშე დააყენა. არსებული პრობლემების პასუხად, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ პოლიტიკურ სპექტრს არჩევნების დღემდე თავყრილობების სრული თავისუფლება მისცა და კორონა ვირუსის გავრცელებაზე პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა მას დააკისრა. თავის მხრივ, ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ ფაქტობრივად უარი თქვა საკანონმდებლო და ზედამხედველობითი ფუნქციების განხორციელებაზე და 2020 წლის მაისის საკანონმდებლო ცვლილებებით, საკუთარი უფლებამოსილების ნაწილი სამთავრობო სტრუქტურებს გადასცა, რითაც საზოგადოებას წაართვა შეზღუდვების მიზანშეწონილობის განხილვაში ჩართვის შესაძლებლობა. როგორც დაკვირვებამ აჩვენა, ხშირ შემთხვევაში სამართალდამცველები შეკრების მონაწილეთა ქმედებებზე შერჩევითი სამართლიანობის პრინციპით რეაგირებდნენ. მაგალითად, როდესაც სამართალდამცველებმა სამოქალაქო მოძრაობების აქტივისტებს აქციაზე შეშის შეტანისა და ღობეებზე პლაკატების გაკვრის უფლება არ მისცეს, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული გაერთიანების წევრების გაცილებით ინტენსიურ სამართალდარღვევებზე სათანადო რეაგირება არ ჰქონიათ“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)