07:07 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-19 12:48:57, 510 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვალა, „ქართულ ოცნებას“ ახალი თამარ ჟვანია ეყოლება

„ხელისუფლებას, სავარაუდოდ, ეძებს განტევების ვაცებს, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოძვრეს, თუმცა თამარ ჟვანია ვერანაირად ვერ იქნება განტევების ვაცი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია თამარ ჟვანიას გადადგომა, თუმცა, ამასთან ერთად, საჭიროა საარჩევნო სისტემის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცესკოს ხელმძღვანელად „ქართულ ოცნებას“ ახალი თამარ ჟვანია ეყოლება.

„თამარ ჟვანიას აუცილებლად მოუწევს წასვლა. ხელისუფლებას, სავარაუდოდ, ეძებს განტევების ვაცებს რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან რაღაცნაირად გამოძვრეს თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ თამარ ჟვანია ვერანაირად ვერ იქნება განტევების ვაცი. თამარ ჟვანია არის ჩვეულებრივ დამნაშავე, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნები გააყალბა. ის არის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთების მთავარი შემსრულებელი, შესაბამისად, თამარ ჟვანია ახლა კი არა 1-ელ ნოემბერს უნდა გადამდგარიყო. ახლა მისი გადადგომა-არგადადგომა რეალურ სურათს ვერ შეცვლის. ის, რომ თამარ ჟვანია უნდა გადადგეს, ასეა, მაგრამ მის გადადგომასთან ერთად თუ არ შეიცვალა მთლიანად საარჩევნო სისტემა და არ განახლდა ცესკო, ახალი თამარ ჟვანია ეყოლება „ქართულ ოცნებას“ რომ დანიშნოს“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ, რასაც ცესკოში არ ადასტურებენ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics