07:07 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-18 17:35:26, 623 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - აქეთ ღარიბაშვილი ოპოზიციას ხეებზე ჰკიდებს, იქით სააკაშვილს ხელები ეფხანება

„აქეთ ღარიბაშვილი ხეებზე ჰკიდებს ოპოზიციას ,  იქით სააკაშვილს ხელები ეფხანება“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის კანდიდატად ოპოზიციის მოძულე ადამიანი დაასახელეს.

„ამ ვითარებაში „ქართულ ოცნებას“ უნდა შეერჩია ისეთი ადამიანი,  ვინც ნაბიჯებს გადადგამდა სიტუაციის დეესკალაციისკენ. ეს მანიშნებელია იმის რომ „ქართულ ოცნებას“ სიტუაციიდან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოაქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ისევ კუნთების თამაშს განაგრძობს. იმის ნაცვლად,  რომ მოლაპარაკებები დაიწყოს და რაიმეზე შევთანხმდეთ, ნიშნავენ ადამიანს, რომელიც არის ყველაზე მოძულე ოპოზიციის. ორივე მხარე ცდილობს ცეცხლზე ნავთი დაასხას და კუნთები ათამაშოს. ახლა ღარიბაშვილის პირველი განცხადება ხო წარმოგიდგენიათ - ისინი უნდა დაამთავრონ, ესენი ხეზე უნდა ჩამოკიდონ, იქიდან სააკაშვილი ლამის გამოძვრეს ტელევიზორში და ხელები ეფხანება, რევანშის გეგმები აქვს. ქვეყანას მივაქანებთ კატასტროფისკენ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics