06:05 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-18 12:16:35, 532 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - გიორგი გახარიამ გადადგომით გააჩინა შანსი, რომ „ქართული ოცნება“ გონს მოეგოს და დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას

„გიორგი გახარიამ გადადგომით გააჩინა შანსი, რომ „ქართული ოცნება“ გონს მოეგოს და დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც ბაქრაძე აღნიშნავს,პატივს სცემს გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ.

„ყველამ ერთად ვაჩვენეთ, რომ შერჩევით სამართალს ქვეყანაში არ აქვს მომავალი. მთავარი დღეს გახლავთ არა ნიშნის მოგება და მიღწევებზე საუბარი, არამედ როგორ შევძლოთ ყველამ ერთად, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა.

თქვენმა ძალაუფლებამ და სკამებზე ჩამოკიდებამ მიგვიყვანა იქამდე რმ ქვეყანა მივიდა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში. მიგვიყვანა უდიდესი საფრთხეების წინაშე რომ ამ ქვეყანაში არეულობა მოხდეს.

მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნების“ დარჩენილ წევრებს, ახლა მაინც დაანებონ თავი იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელმაც კრიზისში შეიყვანა და ჩამოშალა „ქართული ოცნება“. პატივს ვცემ გადაწყვეტილებას, რომელიც გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე გადადგა. რადგან ამ ნაბიჯით გიორგი გახარიამ გააჩნია შანსი, რომ „ქართული ოცნება“ გონს მოეგოს და დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics