06:07 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-18 11:14:25, 432 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია ხელისუფლებას - მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას და ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი განვიხილოთ

მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას და  ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი განვიხილოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკება ფასილიტატორების ჩართულობით უნდა გაიმართოს.

„პირველივე დღიდან ჩვენ საერთო ოპოზიციური მოძრაობა არაერთ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ ვაცხადებდით, რომ ჩვენთვის უმთავრესია ქვეყანაშ კანონის უზენაესობა და სამართლიანი არჩევნების უფლება.

ერთგულები ვართ გარდაუვალი გასატარებელი ცვლილებებისა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. მხოლოდ და მხოლოდ ახალი ვადამდელი არჩევნები, რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს. ამიტომ ჩვენ იმედს ვიტოვებთ ახლა უნდა გავაკეთო ოპოზიციური პარტიების სახელით განცხადება, რომ მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics