06:07 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-18 10:33:18, 1559 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს

პრემიერ-მინისტრი ​გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ნიკა მელია გახლავთ ადამიანი, რომელიც დიდად არასდროს სცემდა პატივს საქართველოს კანონმდებლობას, ადამიანი, რომელიც 20 ივნისს მოუწოდებდა მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ და იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი პარლამენტში შეჭრის. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი.

დღეს, როცა ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია  ქვეყნის განვითარების, მისი უსაფრთხოების და მომავლის რისკებს ქმნის, ჩვენ ყველანი ერთად ვებრძვით პანდემიას, კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებსა და პოლარიზაციას, რათა უკეთესი მომავალ შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკები და როდესაც არ იარსებებს არცერთი რისკი, და არ შექმნის არანაირ საბაბს ესკალაციისთვის.

იქიდან გამომდინარე,  რომ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით,  მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მჯერა,  რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სივრცეში პოლიტიკური პოლარიზაციის პროცესის შეჩერებას,  რამეთუ დარწმუნებული ვარ იმაში,  რომ პოლარიზაცია არის ყველა დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, - განაცხადა გახარიამ.

 









ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics