05:00 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-17 18:17:56, 470 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძე - ოპოზიცია ყველანაირ მიწისძვრას გაუძლებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ოპოზიცია ყველანაირ მიწისძვრას გაუძლებს.

მისი თქმით, სასამართლო ნიკა მელიას იმ განაჩენს გამოუტანს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უკარნახებთ.

„სიმბოლური ნათქვამია, რომ ოფისი მყარად ნაშენებია და 9 ბალიან მიწისძვრას უძლებსმეთქი. გაუძლებს ყველანაირ მიწისძვრას ოპოზიცია, გაუძლებს ყველანაირ უსამართლობას და შეტევას. გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რასაც უკარნახებთ ბიძინა ივანიშვილი. ამ მასშტაბის პოლიტიკური პარტიის და პოლიტიკური ფიგურის დაპატიმრების ერთადერთი გადაწყვეტილების მიმღები არის ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე მსჯელობენ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics