|
2021-02-17 10:10:28, 663 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - პანდემიის პირობებში კიდევ ერთი ქართული საწარმო აფართოებს წარმოებას სახელმწიფოს, კერძოდ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი, პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატებისა და რძის ნაწარმის კონტეინერების მწარმოებელი საწარმო „ალფა პეტი" დაათვალიერა. კომპანია 2018 წლიდან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული კომპონენტით სარგებლობს და ცოტა ხნის წინ ამავე კომპონენტის ფარგლებში მიღებული დახმარებით გაფართოვდა, რის შემდეგაც რძის ნაწარმის კონტეინერების წარმოება დაიწყო. ნათია თურნავას განცხადებით, ეს არის ძალიან კონკურენტუნარიანი ქართული საწარმო, რომელიც არა მხოლოდ ქართულ ბაზარს ამარაგებს, არამედ უკვე გავიდა ექსპორტზე ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში. „კიდევ ერთი ქართული საწარმო აფართოებს წარმოებას სახელმწიფოს, კერძოდ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" დახმარებით. აღსანიშნავია, რომ „ალფა პეტის" პროდუქცია უკვე გავიდა ექსპორტზე რეგიონში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და პანდემიის მიუხედავად, კომპანიამ არათუ შეამცირა წარმოება, პირიქით გაფართოვდა და სამომავლოდ ამ კუთხით კარგი პერსპექტივებიც აქვს. ახალი დანადგარი, რომელიც კომპანიამ სახელმწიფოს დახმარებით შეიძინა და დღეს სატესტო რეჟიმში ამოქმედდა, აძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო მრავალფეროვანი პროდუქცია მიაწოდოს როგორც ჩვენს, ასევე რეგიონის ბაზარს", - აღნიშნა ნათია თურნავამ. კომპანია ამ ეტაპზე 54 ადამიანს ასაქმებს, მათ შორის ძირითადად ადგილობრივებს და უახლოეს ხანებშ წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავენ. „ალფა პეტის" განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 30 მილიონ ლარს შეადგენს. საწარმოს მინისტრთან ერთად ასევე სტუმრობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)