|
2021-02-16 14:08:04, 372 ნახვა
საზოგადოება
წამების და ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
16 თებერვალს ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს ონლაინ სხდომა გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. სამოქმედო გეგმა ოთხ მიზანს ემსახურება: ● არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი, პროცედურული და ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება; ● არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოვლენა და ყველა საჩივრის/ბრალდების დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების ხელშეწყობა; ● არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია; ● არასათანადო მოპყრობის შესახებ სწავლების გაძლიერება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. დოკუმენტი სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის აპარატის, ეროვნული და საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT), სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სხვა პარტნიორ უწყებათა და ორგანიზაციათა რეკომენდაციები საბჭოს სხდომაზე, ასევე, განხილულ იქნა 2019-2020 წლებში არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და ამ მხრივ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, სამედიცინო და სარეაბილიტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სხვ. ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრი უწყებები; სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები; სახელმწიფო ინსპექტორი; სახალხო დამცველის აპარატის, ეროვნული და საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)