03:44 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-16 12:45:01, 557 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - სამარცხვინოა, რომ პარლამენტში სხედან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ გავრილოვის, პუტინის, ლავროვის მითითებებს

სამარცხვინოა, რომ პარლამენტში სხედან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ გავრილოვის, პუტინის, ლავროვის მითითებებს, - ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც ხელისუფლება შეძლებს აღასრულოს კანონი ნიკა მელიას წინააღმდეგ.

„ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაბედავთ და ვერ დააკავებთ ნიკა მელიას, გასაგებია, რომ გავრილოვის მითითებებს ასრულებენ, სამარცხვინო ყველაფერი, როდესაც პარლამენტში სხედან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ოკუპანტის, გავრილოვის, პუტინის, ლავროვის და ა.შ მითითებებს, რომ დააკავონ და დასაჯონ ოპოზიციის პარტიის ლიდერი.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე და ჩემი მეგობრები, ყველა ის ადამიანი, რომელიც აპროტეტებდა 20 ივნისს გავრილოვის ჩამობრანებას, ყველა ადამიანი ვაცხადებთ, რომ არ არსებობს მექანიზმი, რითიც შეძლებენ ნიკა მელია წინააღმდეგ აღასრულონ ის მახინჯი კანონი, იმ მახინჯი მარღლმსაჯულების ფორმებით, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics