17:50 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-16 11:34:05, 611 ნახვა

სამართალი
პროკურორი - საპარლამენტო იმუნიტეტი არავისთვის არის ინდულგენცია, ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს კანონს

საქმე გვაქვს უპრეცედენტო შემთხვევასთან, ბრალდების მხარე ბრალდებულის მიმართ ლმობიერ დამოკიდებულებაზე საუბრობს, ხოლო დაცვის მხარე ითხოვს, რატომ არ მოახდინა პროკურატურამ ნიკანორ მელიას დაპატიმრება, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტში, საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თანამდებობრივი მდგომარეობა არ არის არავისთვის ინდულგენცია, ყველა ვალდებულია დაემორჩილოს კანონს და შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება.

„ჩვენი მიზანი იყო მართლმსაჯულების პროცესი, რომელიც ნიკა მელიას მიმართ ხორციელდება, წარმართულიყო სამართლებრივ ჩარჩოებში და მის მიმართ ყოფილიყო გამოყენებული ადეკვატური აღკვეთის ღონისძიება, კონკრეტულ შემთხვევაში - გირაო. ის ფაქტი, რომ დღეს ამგვარი წინადადება არის წარმოდგენილი და პარლამენტი იმსჯელებს ამ საკითხზე, არის შედეგი ნიკანორ მელიას ქმედებისა, რომელსაც უბრალოდ არ სურს გირაოს თანხის გადახდას.

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ მოხდა ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულისთვის თავდაპირველად პატიმრობის გამოყენება, შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს უპრეცედენტო შემთხვევასთან. როდესაც ბრალდების მხარე საუბრობს ლმობიერ დამოკიდებულებაზე ბრალდებულის მიმართ და დაცვის მხარე ითხოვს რატომ არ მოახდინა პროკურატურამ ნიკანორ მელიას დაპატიმრება. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურად ვიმსჯელებთ. საპარლამენტო იმუნიტეტი, თანამდებობრივი მდგომარეობა არ არის არავისთვის ინდულგენცია, ყველა ვალდებულია დაემორჩილოს კანონს და შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან თუ არა ამას.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების მიზნებს, ჯერ კიდევ 2019 წლის 27 ივნისს, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა მის მიმართ აღვეთის ღონისძიების საკითხი, მაშინვე იქნა იდენტიფიცირებული ოთხი საფრთხე და ეს იყო: მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics