|
2021-02-16 11:11:24, 499 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - „ქართული ოცნების“ წევრები ხელის ცახცახით მიაჭერენ ღილაკს, მერე მურუსიძეს დაურეკავენ, არ დაიჭიროთო
„ქართული ოცნების“ წევრები ხელის ცახცახით მიაჭერენ ღილაკს, მერე მურუსიძეს დაურეკავენ, არ დაიჭიროთო, - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის გავრილოვის დასაჭერი. „დავუშვათ შევსულიყავი მართლაც პარლამენტში და ზურგი შემექცია საზოგადოებისთვის, ასი ათასობით „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისთვის და დღეს ვყოფილიყავი პარლამენტში, შიგნით ალეკო ელისაშვილის გვერდით - მე დღეს შემიწყვეტდნენ უფლებამოსილებას? შემიჩერებდნენ იმუნიტეტეს თუ არა? რა თქმა უნდა, არა! მეტიც, ნებისმიერი საკითხი, რომელზეც მე შეიძლებოდა მე მიმემართა „ქართული ოცნებისთვის“ და მეთხოვა რურუას გათავისუფლებიდან დაწყებული, რურუას გაათავისუფლებდნენ კი არა, საკუთარ რამდენიმე დეპუტატს დაიჭერდნენ, ოღონდ მე შევსულიყავი პარლამენტში. ამას არ გააკეთებდნენ ხომ?! და ესე იგი თუ მე შევიდოდი და მაინც შემიჩერებდნენ იმუნიტეტს, მე სწორად მოვქცეულვარ არა, რომ არ შევსულვარ?! ამიტომ აქ ჩანს ხელისუფლების ნება, როცა უნდა დაიჭერს ოპონენტს, როცა უნდა დაემუქრება დაჭერით, როცა უნდა არ დაემუქრება დაჭერით - ეს უბრალოდ იმ ხალხისთვის საკვებია, ვისაც ჰქონდა სურვილი შესულიყო პარლამენტში. რაც შეეხება მთავარს, რაც არ უნდა გააკეთონ ახლა ამათმა, გავრილოვის დასაჭერი მე არ ვარ, არც ერთი საქართველოს მოქალაქის დაჭერა არ შეიძლება გავრილოვის გამო იმიტომ, რომ 20 ივნისს საერთო ეროვნულ გამოსვლაში მიიღო მონაწილეობა. ეს არის და ეს! გამორიცხული არის, მიაჭერინებენ ხელის ცახცახით ღილაკს ხელს როგორც ჩანს, მაგრამ მერე იძულებული გახდებიან "ქართული ოცნების" პოლიტიკური კლასი, ტელეფონს ხელში აიღებენ, მურუსიძეს დაურეკავენ და დავალებას მისცენ, რომ მელია არ დაიჭიროთ იმიტომ, რომ თავზე ჩამოგვენგრევა პოლიტიკური ხელისუფლებაო. აი, ამას გააკეთებენ! შესაბამისად, გირაოსაც როგორც დავპირდი, არ გადავიხდი და ვერ დამიჭერენ და ამას ვნახავთ მინიმუმ დღის ბოლოს ან ხვალ, როდესაც ჩაინიშნება სასამართლო პროცესი. სამართალთან არანაირი საერთო არ აქვს ამ საქმეს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)