10:53 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 13:16:56, 356 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: კარგი იქნებოდა ელჩი პრეზიდენტის ვიზიტის დროს ვაშინგტონში ყოფილიყო

საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე ვაშინგტონში ყოფილიყო პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის  ვიზიტის განმავლობაში. 

თუმცა, როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ გეგეშიძე ნიუ იორკში დარჩენილიყო.

„პრემიერის და ასევე პრეზდენტის ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული და სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემი დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო ურთიერთობის საკითხებში თენგიზ ფხალაძესთან მქონდა შეხვედრა და მე მას შევთავაზე, რომ პრეზიდენტის ცალკე ვიზიტის დაგეგმვა და მე მას მხარდაჭერა აღვუთქვი, რომ მაქსიმალურად შევეცდებოდი, ძალიან კარგი წარმომადგენლობითი ოფიციალური ვიზიტი გაგვეკეთებინა.

მე რა თქმა უნდა ვთვლი, რომ კარგი იქნებოდა, ელჩი არჩილ გეგეშიძე ვაშინგტონში ყოფილიყო ვაშინგტონში პრეზიდენტის ვიზიტის განმავლობაში. თუმცა, პრემიერის შეხვედრების გრაფიკიდან გამომდინარე, მათ შორის გაეროს ფორმატის მიღმა შეხვედრებიდან, იყო ასეთი ორმხრივი შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთანაც, მთავრობის მეთაურთან კონსულტაციით, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ რომ ელჩი ნიუ იორკში დარჩენილიყო და ამაში უკანონობის დანახვა ალბათ უფრო გადამეტებაა, რადგან ამაში უკანონო არაფერი ყოფილა“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მინისტრის თქმით, ქვეყნის უმაღლეს პირებს შორის, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, რაც უფრო უკეთესი კოორდინაცია იქნება, მით უფრო სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის.

„მე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, შევეცდები მაქსიმალურად მეტი გავაკეთო იმისათვის, რომ ასეთი ტიპის კოორდინაცია შედგეს“, - განაცხადა გიროგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics