19:35 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-15 11:41:55, 696 ნახვა

საზოგადოება
ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ სამშენებლო სამუშაოები შეწყდა

ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ სამშენებლო სამუშაოები შეწყდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ინვესტორს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის ნებართვა არ აქვს.

ინვესტორის თქმით, მათ სასამართლოში 6-წლიანი დავა მოიგეს, რის გამოც სამშენებლო სამუშაოები განაახლეს.

„ჩვენ მერიიდან ნებართვა გვაქვს 2013 წლიდან. ამის შემდეგ დაგვჭირდა 6 წელი იმ ადამიანების საპასუხოდ, რომლებიც გვიჩიოდნენ, რომ აქ არ შეიძლებოდა მშენებლობა და ნებართვა იყო უკანონოდ გაცემული. 6 წლიანი დავის შემდეგ ჩვენ მოვიგეთ სასამართლო პროცესი და აღვიდგინეთ მშენებლობის ნებართვა ამ ადგილას. გვაქვს სასამართლოს ნებართვაც“,- განაცხადა გოგა ზაქაიძემ „ტვ პირველთან“.

ცოტა ხნის წინ ადგილზე დედაქალაქის ინსპექციის სამსახური იმყოფებოდა, რომელმაც ინვესტორს სამუშაოების დაუყონებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა. აღნიშნულ საკითხზე უახლოეს მომავალში მერიაში შეხვედრა გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics