07:43 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-14 14:19:35, 1742 ნახვა

ომი უკრაინაში
იაპონიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა დაამტკიცა

იაპონიამ Pfizer-ის COVID-19-ის ვაქცინა დაამტკიცა, - ამის შესახებ როიტერსი წერს.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, იოშიჰიდე სუგა აცხადებს, ვაქცინაცია მომავალ კვირაში დაიწყება.

იაპონიის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობაშია, მას შემდეგ რაც გასული წლის ბოლოს ქვეყანას ვირუსის მესამე ტალღა დაატყდა თავს.

პრემიერ მინისტრმა იოშიჰიდა სუგამ განაცხადა, რომ ვაქცინაცია დაიწყება მომავალი კვირის შუა რიცხვებიდან, დაახლოებით 10 000 ჯანდაცვის თანამშრომელით.

მთავრობა იმედოვნებს, რომ 2021 წლის შუა პერიოდისთვის უზრუნველყოფს საკმარის მარაგს მთელი მოსახლეობისთვის - რაც დაახლოებით 126 მილიონი ადამიანით განისაზღვრება.

ქვეყანაში კოვიდპანდემიის მესამე ტალღაა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 410 ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი, 6 700-ზე მეტი ინფიცირებული კი, ვირუსს ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics