22:22 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 21:49:33, 469 ნახვა

საზოგადოება
წმინდა სინოდი: ინფორმაცია პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით ცალსახად შეურაცხმყოფელი და ტყუილზე აგებულია

ინფორმაცია პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით ცალსახად შეურაცხმყოფელი და ტყუილზე აგებულია, - ამის შესახებ არის საუბარი წმინდა სინოდის განჩინებაში, რომელი საქართველოს საპატრიარქომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.

"წმიდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, მიტორპოლიტ შიოს (მუჯირი) ინფორმაცია ბოლო დღეებში მასმედიის საშუალებით გარკვეული ჯგუფის მიერ გავრცელებული  ცალსახად შეურაცხმყოფელი და ტყუილზე აგებული განცხადების შესახებ, თითქოს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მღვდლელმთავრები გეგმავენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის  გადაყენებას.

ითქვა, რომ ამ ადამაინებს უკვე ჩვეულებად ექცა ცილისწამება ეკლესიისა და მის იერარქთა მიმართ. იკვეთება, მათი მიზანმიმართული საქციელი, - ცრუ ინფორმაციის საფუძველზე მიაღწიონ პოპულიზმს, გააღიზიანონ საზოგადოება და მოახდინონ ეკლესიის დისკრედიტაცია.

აღინიშნა, რომ მათი მოქმედება არის უპსუხისმგებლო და ქრისტიანისთვის სრულიად შეუფერებელი", - აღნიშნულია განჩინებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics