22:20 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 16:47:23, 758 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო რწმუნებულებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურად  დასაქმებაზე ისაუბრეს. მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს დეტალურად განუმარტა ის პროცედურები, თუ როგორ მოხდება სოფლის მეურნეობის სექტორში საქართველოს მოქალაქეების დასაქმება.

ეკატერინე ტიკარაძემ  გუბერნატორებს  პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

„საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. გერმანიის მხრიდან  დიდი მხარდაჭერა გვაქვს, პასუხისმგებლობები და რისკები დეტალურადაა გაწერილი და ორივე მხარეზეა გადანაწილებული. სამუშაოს მაძიებლებს გერმანიაში ჩასვლა ერთჯერადად შეეძლებათ, თუმცა ვმუშაობთ, რომ მოხდეს სხვა ტიპის სამუშაოების შემოთავაზებაც. მთავარი საყრდენი თქვენ ხართ და ამ პროცესში რეგიონების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.“ - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძეს  განცხადებით, ეს იქნება ახალი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ორგანიზებული, ლეგალური და ღირსეული შრომითი პირობებისთვის. პროცესში აქტიური მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც.

„სამუშაო ჯგუფის ფორმატში განვიხილეთ გერმანიაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გერმანელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება ახალი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ორგანიზებული, ლეგალური და ღირსეული შრომითი პირობებისთვის.“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდანაა შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე http://workabroad.moh.gov.ge/ გადის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics