2021-02-12 11:49:35, 558 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპულ საქართველოში“ ცვლილებების შესახებ დავით ბაქრაძე დღეს განაცხადებს
„ევროპული საქართველოს“ ოფისში პარტიის ლიდერები არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ცვლილებების შესახებ განცხადებას პარტიის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე გააკეთებს.
„დღეს გვაქვს შეკრება, არა პოლიტსაბჭო, არამედ არაფორმალური შეკრება. მთავარ გადაწყვეტილებებს დათო ბაქრაძე გაგაცნობთ. სხვა კითხვებზე ამ წუთში პასუხის გაცემა არ შემიძლია. რა თქმა უნდა, ვერ გეტყვით, რომ არაფერი შეიცვლება. ამ გადაწყვეტილებების შესახებ დათო ბაქრაძე და კიდევ ვინც ჩათვლის საჭიროდ, ის ილაპარაკებს, მე მათ ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ. ძალიან მალე შეხვედრა დაიწყება“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,