10:53 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 10:04:41, 339 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ძალიან არ მინდა პრეზიდენტი კი არა, მოქალაქეც კი ვიყო იმ ქვეყნისა, სადაც პოლიტ-პატიმრებზეა საუბარი

„მე ძალიან არ მინდა პრეზიდენტი კი არა, მოქალაქეც ვიყო იმ ქვეყნისა სადაც პოლიტ-პატიმრებზე არის საუბარი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

 მარგველაშვილის თქმით, ის  არსებულ პროცედურულ დარღვევებს ხედავს.

„ნუ შევეცდებით და ნუ დავამძიმებთ, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. ის, რომ პროცედურული დარღვევებია ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლომ ისაუბრა და ამას მყისიერად უპასუხა კიდეც სასამართლო სისტემამ. ისევე როგორც ეს უნდა ხდებოდეს ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში, სასამართლომ იმსჯელა და კონსტიტუციური ვერდიქტი აღდგა მათი კონსტიტუციური უფლების თვალსაზრისით. ჩვენ ვხედავთ, რომ არის დარღვევები და ამისთვის გვაკრიტიკებენ, მაგრამ ეს არ არის პოლიტ-პატიმრობის თაობაზე. მე ძალიან არ მინდა პრეზიდენტი კი, არა მოქალაქეც ვიყო იმ ქვეყნისა, სადაც პოლიტ-პატიმრებზე არის საუბარი,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics