|
2021-02-11 13:52:39, 507 ნახვა
პოლიტიკა
სასაზღვრო პოლიციის უფროსი გერმანიის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას გერმანიის საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გერმანიის ფედერალური პოლიციის თანამშრომელი ჯამილა ფიშერი და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხების მრჩეველი პატრიკ კრონბერგი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა სასაზღვრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ დელეგაციის წევრებს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო. პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასაზღვრო პოლიციისათვის გადმოცემული პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლებისთვის განკუთვნილი სიმულაციური მოდელები სტუმრებთან ერთად დაათვალიერა და მათ ფუნქციებსა და შესაძლებლობებს გაეცნო. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია გერმანიის შინაგან საქმეთა, მშენებლობის, და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებისთვის სასწავლო კურსები და პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდა. ამასთან, 2020 წლის მიწურულს, სასაზღვრო პოლიციას 21 ათასამდე ლარის ღირებულების პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლებისთვის განკუთვნილი სიმულაციური მოდელების კომპლექტები საჩუქრად გადმოეცა. სიმულაციური მოდელები სახმელეთო საზღვრის და სანაპირო დაცვის დეპარტამენტების ყველა შესაბამის ქვედანაყოფში გადანაწილდება.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)