|
2015-10-05 19:07:29, 688 ნახვა
საზოგადოება
მიკროავტობუსების დაჯარიმება - ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მერიასა და კომპანიაში
ქალაქ თბილისის მერიაში „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ ყველა მიკროავტობუსი, რომელიც გადაყვანილი იყო გაზზე, დაჯარიმდა და ყველანაირი ნორმების დაცვით პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა - მოხსნილ იქნა გაზის ბალონები. ასეთი მიკრო ავტობუსების რაოდენობა 101-ს შეადგენს. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსებში“ დაჯარიმების ფაქტს უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ თბილისის მერიის განცხადება მიკროავტობუსების დაჯარიმებასთან დაკავშირებით ტყუილია. „ მიკროავტობუსები, რომელიც გაზზე იყო გადაყვანილი გადაკეთდა და მათ ამაზე ჯარიმები დაუწესდათ. საქმე სასამართლომდეა მისული. ის, რომ გაზზე მოხდა გადაყვანა კომპანია „თბილისის მიკრო ავტობუსი“ ამის საქმის კურში იყო. დაჯარიმდა 101 მიკრო ავტობუსი. ეს პროცესი დასრულდა და სამარშრუტო ტაქსების გადაყვანა აღარ ხდება. რა თქმა უნდა, კონტროლი, მონიტორინგი მიმდინარეობს. მერია არ ეთანხმება იმას, რომ რომელიმე მიკროავტობუსმა ე.წ გაზის ბალონები დააყენონ და იარონ. თუ ქარხნული წესით შემოვა ამის შესახებ კიდევ შეიძლება განვიხილოთ“, - განაცხადეს ქალაქ თბილისის მერიაში. „თბილისის მიკროავტობუსებში“ დაჯარიმების ფაქტს არ ადასტურებენ. „გადავამოწმე ინფორმაცია, ტყუილია ჩვენ არ ვართ დაჯარიმებულნი. არცერთი მიკროავტობუსი არ არის უსაფრთხოების ნორმების, ან კანონის დარღვევით გადაყვანილი. თქვენი წყარო მერიიდან ტყუის“, განუცხადა „ექსპრესნიუსს“ "თბილისის მიკროავტობუსების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მიქიაშვილმა. ასევე კომპანიაში განმარტეს, რომ ყველა მიკროავტობუსი, რომელიც გაზზე იყო, ახლა ყველანაირი ნორმებით არის გადაყვანილია საწვავზე და ექსპერტების დასკვნაც არსებობს ამის შესახებ. „ ეს იყო საპილოტე პროექტი, როცა საწვავი ძალიან გაძვირდა. ეს იყო 2012 წლის მეორე ნახევარი. მაშინ შეიქმნა საპილოტე პროექტი არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში“, - აღნიშნეს კომპანიაში.
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)