01:29 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-10 17:05:25, 549 ნახვა

პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამინისტროში აშშ-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები. საუბარი, ასევე, შეეხო ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ​წინააღმდეგ, კიბერდანაშაულსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული დახმარებისთვის.

ვახტანგ გომელაურმა და კელი დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები დასახეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics