00:16 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-09 16:28:34, 639 ნახვა

პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ზაზა გახელაძის დაკავებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლეანი და კლოდ კერნი, ოკუპანტების მიერ ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.

ტიტუს კორლეანი და კლოდ კერნი რუსეთს ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

„ეს არის უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ზაზა გახელაძე. ამ თვალსაზრისით, გვინდა ხაზი გავსუვათ რუსეთის, როგორც საქართველოს სახმრეთ ოსეთის რეგიონზე კონტროლის მქონე ქვეყნის პასუხისმგებლობას, როგორც ეს ადამიანის უფლებების ერვოპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განჩინებაშია აღნიშნული", - წერია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თანამომხსენებლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საპარლამენტო ასამბლეის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics