19:15 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-09 15:07:27, 494 ნახვა

სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა 7 პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისთვის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს საქართველოს მელიორაციისა და კერძო შპს-ს თანამშრომლები.

უწყების ინფორმაციით, შპს ,,კაპიტელის“ წარმომადგენლები თაღლითურად დაეუფლნენ 148 072 ლარს, ხოლო შპს ,,კალასის“  წარმომადგენლები  - 106 237 ლარს.

„გამოძიებით დგინდება, რომ 2018 წლის 13 სექტემბერსა და 11 ოქტომბერს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორ ლოტად გამოცხადდა ელექტრონული ტენდერები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიაზე, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების გამანაწილებელი არხების გ-32 ისა და გ-35-ის მოწყობის თაობაზე, ღირებულებით 2 421 360, 62 და 1 482 680    ლარი.

გ-32 ის მოწყობის სამუშაოებში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,კაპიტელმა“ და გ-35 ის მოწყობის სამუშაოებში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,კალასმა“, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამუშაოები არ აწარმოეს დადგენილი პროექტის შესაბამისად, რის შედეგადაც შპს ,,კაპიტელის“ წარმომადგენლები თაღლითურად დაეუფლნენ 148 072 ლარს, ხოლო შპს ,,კალასის“  წარმომადგენლები  - 106 237 ლარს.

სამუშაოთა წარმოების ორივე მიმართულებაზე ზედამხედველობას ახორციელებდნენ შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ ზედამხედველობისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელი და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საველე ინჟინერ-ზედამხედველები, რომლებმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ სამუშაოთა არასრულყოფილად წარმოების შესახებ, არ გაატარეს სათანადო ზომები და საპირისპიროდ ხელმოწერით დაადასტურეს ყალბად შედგენილი ფარული სამუშაოების ამსახველი აქტები და სამუშაოთა შესრულების უწყებები, რითიც დაეხმარნენ შპს-ს წარმომადგენლებს თაღლითურად დაუფლებოდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics