|
2015-10-05 15:36:42, 2249 ნახვა
რეგიონი
მახოში უფასო სამედიცინო მომსახურება 100-მდე პაციენტს ჩაუტარდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მახოში „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“-ს ექიმებმა უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურებას გაუწია: ქირურგმა, ოფთალმოლოგმა, კარდიოლოგმა, ექოსკოპისტმა, თერაპევტმა, ნევროპათოლოგმა და ოტო-რინო-ლარინგოლოგმა. ჩატარდა კარდიოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევები. უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლა 100-მდე პაციენტმა. აქციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე. ნუგზარ სურმანიძემ ექიმებს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა დაგაუხადა. აქციაზე მყოფ მოსახლეობას სამინისტროს მიერ 2016 წელს დაგეგმილი სიახლეები გააცნო. სამედიცინო აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)