01:05 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-08 16:17:10, 673 ნახვა

საზოგადოება
ამაღლების N3-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ამაღლების ქ. N3-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე 18 ოჯახი ცხოვრობს.

პროექტის მიხედვით, შენობის საძირკველი და კედლები გამაგრდება. ასევე, ლითონის ელემენტებით ფანჯრები მოეწყობა. კარის ღიობები მოჩარჩოვდება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტები ჩაისმება, ბზარები დამუშავდება, სპეციალური მასალით შეივსება. ასევე, სეისმური სარტყელი მოეწყობა.

მიმდინარე სამუშაო პროცესს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო.

„ჩვენს რაიონში ავარიული სახლების პრობლემა მწვავედ დგას. აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი სახლი  სრულად  დანგრეული იყო და ადგილობრივი მოსახლეობისთვის    საფრთხეს წარმოადგენდა. ამიტომ, მათი ნაწილი საცხოვრებლად ქირით გადავიყვანეთ. გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისინი საკუთარ სახლებში დაბრუნდებიან. ამჟამად, გამგეობის მიერ თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე გაგრძელდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

გამაგრებითი სამუშაოებისთვის, მთაწმინდის  რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 936 000 ლარია გამოყოფილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics