01:02 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-07 15:17:05, 494 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია - ავტობუსებში გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა კვლავ აკრძალული იქნება

ავტობუსებში გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა კვლავ აკრძალული იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ცნობილია, რომ კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა.

"პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია არ დაძრას ავტობუსი. ასევე, თბილისის მეტროსადგურებში არ დაიშვებიან მგზავრები პირბადის გარეშე. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. ყველა რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, მკაცრად გაკონტროლდება კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ტრანსპორტზე შეზღუდვა შენარჩუნდება შაბათ-კვირის დღეებში.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება.

თბილისის მეტრო (გამონაკლისია მხოლოდ მ/ს „გოცირიძე“) და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics