|
2021-02-05 13:20:05, 608 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პროკურატურა ნიკა მელიას საქმეს პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს
ნიკა მელიასთან დაკავშირებული ბრალი თავიდანვე იყო აბსრდული, არანაირ სახელმწიფო გადატრიალებას, ნიკა მელიას მეთაურობით, ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. როგორც ალეკო ელისაშვილი აცხადებს, მას არ სურს იცხოვროს ქვეყანაში, სადაც პოლიტიკურ ლიდერებს პოლიტიკური ნიშნით ატარებენ პროკურატურაში. „მელიასთან დაკავშირებული ბრალი თავიდანვე იყო აბსურდული, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. კი, პარლამენტის შენობასთან არ იყო სასიამოვნო ის ინციდენტები, რაც სპეცრაზმელებთან ხდებოდა, ძალიან არასასიამოვნო იყო, მაგრამ არანაირ სახელმწიფო გადატრიალებას, მითუმეტეს, ნიკა მელიას მეთაურობით, ადგილი არ ჰქონია, ეს არის ფაქტი და მაშინაც და როგორც ჩანს, ახლაც პროკურატურა პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს ამ ყველაფერს და მე არ მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც პოლიტიკურ ლიდერებს პოლიტიკური ნიშნით დაატარებენ პროკურატურაში", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)