|
2021-02-05 10:08:31, 1136 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა უნგრეთის ელჩთან
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის ელჩს, ვიქტორია ჰორვატს უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი დასავლური კურსი კიდევ ერთხელ დაადასტურა. მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) უნგრეთის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, ლოჯისტიკის ინიციატივის განხორციელებაში გაწეული დახმარება ხაზგასმით აღნიშნა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო ბუდაპეშტში მდებარე ნატოს სამხედრო სამედიცინო სრულყოფის ცენტრთან (Military Medical Centre of Excellence) თანამშრომლობის პერსპექტივას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)