|
2015-10-02 15:31:12, 2237 ნახვა
რეგიონი
ფოთის მერი უპოვართა სასადილოს ეწვია
ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი მაია მაკალათია უპოვართა სასადილოს ეწვივნენ. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებთან ერთად იქაური კერძები დააგემოვნეს, გაესაუბრნენ და დაინტერესდნენ, რის შეცვლას ან დამატებას ისურვებდნენ ყოველდღიურ რაციონში, რათა მოხდეს მათი სურვილების გათვალისწინება და ასახვა 2016 ბიუჯეტში. ფოთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან უპოვართა სასადილოსთვის პროგრამის მიხედვით, 200 000 ლარია გათვალისწინებული, სადაც ყოველდღიურად 215 ბენეფიციარი იკვებება. 10 სოციალურად დაუცველს კი სადილი სახლებში ეგზავნებათ. გარდა ამისა , თითოეულ მათგანს ფოთის მუნიციპლაიტეტიდან დღესასწაულებზე სასაჩუქრე ნობათი ურიგდებათ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)