07:37 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-04 15:59:04, 545 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა: სპორტული ობიექტები, საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სესხის სუბსიდირების პროგრამაში ჩართვას შეძლებენ

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა გავრცელდეს სპორტული ობიექტებზე, საბავშვო ბაღებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე, რომ მათ დაუსუბსიდირდეთ  როგორც ბანკის, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებული სესხის და ლიზინგის პროცენტი“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სპორტული ობიექტების შემთხვევაში, პროგრამა მოიცავს ფიტნეს-ცენტრებს, საცურაო აუზებს, სპორტულ მოედნებს, სპორტულ დარბაზებს ანუ საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია იმ კომპანიების, რომლებიც დაკავებულნი არიან სპორტული აქტივობებით, ფლობენ მსგავს ობიექტებს და აქვთ სესხი, ან ლიზინგის პროცენტს იხდიან. მათ ჩვენ 80 პროცენტით დავუფინანსებთ სესხის პროცენტს.

მინისტრის თქმით, სუბსიდირება ასევე შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, საბავშვო ბაღებს, მათ შორის ინკლუზიური განათლების ანუ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს - მათაც 80 პროცენტით, 6 თვის განმავლობაში, დაუსუბსიდირდებათ სესხის პროცენტი.

„ამ კატეგორიის ობიექტები, ამ ეტაპზე, ვერ განაახლებენ საქმიანობას, თუმცა, დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება ამის გადახედვა, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს ამის საშუალებას, რადგან მცირეწლოვან ბავშვებზე გვაქვს საუბარი. ამიტომ ვითვალისწინებთ მათ მოთხოვნას და  სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამას ვავრცელებთ საბავშვო ბაღებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზეც" , - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics