2015-10-05 09:36:49, 341 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლს შეხვდა.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები, არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. გიორგი მღებრიშვილმა და ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს.
შს მინისტრმა და დიდი ბრიტანეთის ელჩმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან