|
2015-10-04 10:58:02, 744 ნახვა
საზოგადოება
დღეს 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 114 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
4 ოქტომბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 114 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. ოფიციალური მონაცემებით, მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 77 მლნ ლარს გადააჭარბა. 3 ოქტომბერს დღეღამურად გადამუშავდა 4 591 ტ, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. რთველი ფაქტობრივად დასრულებულია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში. ყურძნის გადამუშავების პროცესი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის ქარხნებში ყურძენი 14 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. ამ დროისთვის გადამუშავებულია რქაწითელი 59 ათასი ტონა, საფერავი - 40,1 ათასი ტონა, ასევე 2,7 ათასი ტონა კახური მწვანე და 12 ათასი ტონა სხვა ჯიშის ყურძენი. კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 37,8 ათასი ტონა, თელავი - 26,2 ათასი ტონა, ყვარელი - 20,5 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,8 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 7,7 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა, ახმეტა - 4 ათასი ტონა და საგარეჯო - 7,4 ათასი ტონა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)