|
2015-10-03 21:22:37, 711 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ლევან კობიაშვილმა გაიმარჯვა. არჩევნებში მონაწილეობას სფფ-ის საარჩევნო ყრილობის 33 დელეგატი იღებდა. მათგან 18-მა ხმა ლევან კობიაშვილს მისცა, 15-მა რეზი არველაძეს, პრეზიდენტობის მესამე კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ კი, ვერცერთი ხმა ვერ მიიღო. მანამდე ფედერაციის ყრილობაზე დელეგატებმა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისა და გურიის ფედერაციების პრეზიდენტების ხმის უფლებაზე იმსჯელეს. ყრილობის გადაწყვეტილებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვათ გურიის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის ფედერაციის პრეზიდენტებს კახაბერ ებრალიძეს და გია შარაბიძეს. ცნობისთვის, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები დღეს 11:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა დაახლოებით 9 საათის დაგვიანებით დაიწყო. სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში მთელი დღის განმავლობაში ხმაური იყო. არჩევნების დაწყების პროცესი ერთ-ერთი დელეგატის გეგა გობეჯიშვილის დაკავების გამო შეფერხდა, რომელიც გუშინ, გვიან ღამით დააკავეს. გობეჯიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას გულისხმობს. იგი სასამართლომ დღეს 500 ლარის ოდენობის ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. არჩევნების მიმდინარეობას სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები, დელეგატები, ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არჩევნებს დაესწრო ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც, რომელიც მიწვეულ პირთა სიაში არ იყო. როგორც მოგვიანებით კალაძემ განმარტა, „ჰოლიდეი ინნ“-ში მისი მისვლის მიზეზი უეფას ვიცე პრეზიდენტთან გრიგორი სურკისთან შეხვედრა იყო. ფეხბურთის პრეზიდენტის თანადებობაზე 4 წლის ვადით აირჩიეს. მანამდე აღნიშნულ თანამდებობას ზვიად სიჭინავა იკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)