|
2015-10-03 21:01:58, 554 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: სამწუხაროა, როდესაც ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები გვესაუბრებიან
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, სამწუხაროა როდესაც ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები საუბრობენ. ამის შესახებ კალაძემ „იმედთან“ საუბარში გეგა გობეჯიშვილის დაკავების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლება ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში „არ და ვერ ჩაერევა“. "ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში არ და ვერ ჩაერევა. ჩვენ ჩავერევიტ მხოლოდდამხოლოდ ფეხბურთის განვითრებისთვის, რადგან წარმოუდგენელია სახელმწიფოს გარეშე მოხდეს სპორტის გაძლიერება, გავითარება და იმ დგომარეობიდან გამოყვანა, რა მდგომარეობაშიც არის. კონკრეტულ პიროვნებას რაც შეეხება, როგორც გაირკვა, ეს ადამიანი იყო ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება, რომ 500 ლარიანი ჯარიმით გაეთავისუფლებინა. უმცა, აქ არის მეორე, ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლები საუბრობდნენ, იმაზე, რომ ისინი არ მიიღებდნენ მონაწილეობას, თუ ამ პიროვნებას არ გამოუშვებდნენ. ლევან კობიაშვილმა შესთავაზა,რომ ის დაკავებული კანდიდატი შეეძლოთ შეეცვალათ ნებისმიერი კანდიდატით და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებულიყო პროცესი. ძალიან სამწუხარო და ცუდია, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებაზე გვესაუბრებიან ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები, ეს კატეგორიულად მიუღებელია. პირადად ჩემთვის, როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ ცხოვრებას და სპორტულ ცხოვრებას.კატეგორიულად მიუღებელია, რომ ქართული ფეხბურთის ბედს ნარკოტიკების მომხმარებლები წყვეტდნენ",-განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)