11:41 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-29 20:44:15, 555 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - მოვითმინოთ რამდენიმე დღე და უმტკინვეულოდ მოვხსნათ შეზღუდვები

„მოვითმინოთ რამდენიმე დღე და უმტკინვეულოდ მოვხსნათ შეზღუდვები“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული რეკომენდაცია არ გააჩნია შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით.

„მე კონკრეტული ინფორმაცია რისკისა, თუ რომელი კონკრეტული შეზღუდვის მოხსნაა დაკავშირებული მეტ რისკთან და რომელია გამართლებული და რომელი არა, არ მაქვს.

ამიტომ მე კონკრეტულ რეკომენდაციას, რომ დღეს რომელიმე შეზღუდვა მოიხსნას ვერ გავცემ.

მე შემიძლია გავცე მხოლოდ ის, რომ მხარს ვუჭერ შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად გონივრულად და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით. თუ ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე ქვემოთ და ჩვენ ამასთან ძალიან ახლოს ვართ, რამდენიმე დღე კიდევ მოვითმინოთ და როცა ყველა პირობა იქნება, რომ უმტკივნეულოდ და რისკის გარეშე მოვხსნათ შეზღუდვები, მოვხსნათ.

მთელი მთავრობა ჯანდაცვის სამინისტრო და  დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამაზე მუშაობს, ვინმეს ნუ იფიქრებს, რომ მხოლოდ მოსახლეობა წუხს ამაზე და ბიზნესი.

ამით შეწუხებულია ყველა, ვინც პასუხისმგებელია შეზღუდვების შემოღებაზე და მოხსნაზე.

როგორც კი იქნება შესაძლებლობა, რომ მოიხსნას ესა, თუ ის შეზღუდვა დამიჯერეთ მოიხსნება, არ დაგვიანდება, პირიქით, შეიძლება წინსწრებითაც მოხდეს“,  - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
NATO-ს ახალი სპეცწარმომადგენელი სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდა, ისაუბრეს პარტნიორობის განვითარებაზე
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics