2021-01-29 18:01:40, 4181 ნახვა
ომი უკრაინაში
Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთდოზიანმა ვაქცინამ 66%-იანი ეფექტიანობა აჩვენა
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთდოზიანმა ვაქცინამ 66%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, - ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
Johnson & Johnson იკვლევს, იძლევა თუ არა ორი დოზის მიღება უფრო ძლიერ ან ხანგრძლივ დაცვას. კვლევა ჩატარდა სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ახალი ვარიანტის შემთხვევებზე და აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევაში ვაქცინა მხოლოდ 57%-ით ეფექტური იყო.
დოქტორ პოლ სტოფელსმა, Johnson & Johnson– ის მთავარმა სამეცნიერო ოფიცერმა განაცხადა, რომ მათი ვაქცინა „პოტენციურად დაიცავს ასობით მილიონ ადამიანს სერიოზული და ფატალური შედეგებისგან“.
„ბიბისის“ ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა 30 მილიონი დოზა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან