06:06 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-29 13:26:32, 606 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, დადებითობის მაჩვენებელი დღეს ყველაზე ნაკლებია და 3.5%-ს შეადგენს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი, ბოლო სამი თვის განმავლობაში, დღეს ყველაზე დაბალია და 3.5%-ს შეადგენს.

მისი თქმით, დადებითობის მაჩვენებელმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 4.7% შეადგინა.

„ახალი შემთხვევების კლების დინამიკა გრძელდება. ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად ჟღერდება, დღეს არის ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე ნაკლები, 3.5%. ბოლო 7 დღეში გვაქვს 4.7%, ხოლო 14 დღეში 5.8%. განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ ბოლო 7 და 14 დღის მაჩვენებელს სტაბილიზაციის თვალსაზრისით. ზოგადად, იანვარში არის 8% და ბოლო 30 დღის განმავლობაში 8.4%.

23 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე დადებითობის მაჩვენებელი გვქონდა 19%. 6-19 ნოემბერი - 24%. 20 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე იყო პიკი და გვქონდა 30%, თითქმის ყოველი მესამე გატესტილი იყო ინფიცირებული. შემდეგ 4-7 დეკემბერი გვქონდა 22%. 18-31 დეკემბერი - 14.5%, 1-14 იანვარი - 10.5% და 15-28 იანვარი - 5.8%“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics