21:06 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-29 12:26:13, 583 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განცხადების, რომ დავით გარეჯი არ ეკუთვნის საქართველოს, ტაშით მიღება, სრული ლუსტრაციაა

„ივერი მელაშვილი ეროვნული გმირის პოზიციიდან საუბარი არის კიდევ ერთი მესიჯი რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აგზავნის, რომ სრული ბოიკოტი გამოვუცხადოთ ქვეყანას“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ლუსტრაციაა, რომ პოლიტიკოსებმა ე.წ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის განცხადება ტაშით მიიღეს.

„აღმაშფოთებელია და მე ვფიქრობ, სრული ლუსტრაციააის, რომ მთელმა რიგმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, განსაკუთრებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი ტაშითა და აღფრთოვანებით მიიღეს ის განცხადება, რომ დავით გარეჯი არ ეკუთვნის საქართველოს. არავითარ რუკებზე ან რაიმე ისეთ საკითხებზე რაც პროფესიონალურ ნაწილს ეხება, საუბარი არ არის.

ივერი მელაშვილი ეროვნული გმირის პოზიციიდან საუბარი არის კიდევ ერთი მესიჯი რასაც ნაციონალური მოძრაობა აგზავნის, რომ სრული ბოიკოტი გამოვუცხადოთ ქვეყანას და საბოტაჟს პროცესი არ დასრულდეს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics