2021-01-28 10:53:47, 1396 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 321 თბილისში, 121 იმერეთში, 78 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 321 თბილისში, 121 იმერეთში, 78 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა - 33, იმერეთი - 121 , ქვემო ქართლი - 27, შიდა ქართლი - 52, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი -23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,