|
2021-01-27 11:37:06, 613 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ღმერთმა ყველას გაუმარჯოს, ათასი ბინა და მანქანა მისცეს, მაგრამ დაკანონებას მხოლოდ გაჭირვებულები შეძლებენ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დაიწყო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ქალაქში მცხოვრები ოჯახები, ვინც ათეული წლების განმავლობაში კონკრეტულ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობენ, მის დაკანონებას შეძლებენ. დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მიწის მიტაცების ფაქტსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. „დაკანონების თემა ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო, ქალაქში გვყავს ისეთი ოჯახები ვინც ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობს კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში და ვერ ახორციელებდნენ მათ დაკანონებას, ჩვენ დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება და 1 400 ოჯახს უკვე გადავეცით 1 ლარად ეს ფართები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ მე ავდგე, მიწა მივიტაცო და შემდეგ პრეტენზია გამოვთქვა, რომ ეს ჩემი საკუთრებაა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მქონდეს 4 ბინა, 4 ავტომობილი და ა.შ. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ გვაქვს ბევრი პროგრამები, რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ ოჯახებს, ვისაც მართლა უჭირთ და არა იმათ, ვისაც ოთხი საცხოვრებელი ბინა და ავტომობილი ჰყავთ. ღმერთმა ყველამ გაუმარჯოს და ღმერთმა ყველას ათასი ბინა და მანქანა მისცეს, მაგრამ ამ პროგრამებით ისარგებლებენ ის ოჯახები, ვისაც მართლა სჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)