|
2015-10-03 11:01:47, 676 ნახვა
საზოგადოება
რეზი არველაძე: მოვუწოდებ ყველას, სანა გეგა გობეჯიშვილი არ გათავისუფლდება, საარჩევნო ყრილობა არ დაიწყოს
„მოვუწოდებ ყველას, სანა გეგა გობეჯიშვილი არ გათავისუფლდება, საარჩევნო ყრილობა არ დაიწყოს“, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა რეზი არველაძემ სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში განაცხადა. როგორც არველაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება. „მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში ჩემს თავს, ყველა კანდიდატს, ყველა დელეგატს, აღმასკომს, და აღმასკომის თავმჯდომარეს, სანამ ბატონი გეგა გობეჯიშილი არ გათავისუფლდება პატიმრობიდან, მანამდე არ დაიწყოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა. ეს არის ჩემი თხოვნაც, მოწოდებაც და მე ამ მოწოდებაში ვარ მართალი, ვარ უმეტესობაში. ამიტომ, მინდა დანარჩენებსაც ვუთხრა, რომ ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვტილება ამ წუთში“, - განაცხადა რეზი არველაძემ. ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი დაკავებულია. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გობეჯიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)