|
2021-01-25 19:00:27, 780 ნახვა
პოლიტიკა
რუმინელი დეპუტატი - საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიძიოს ყველა საარჩევნო გადაცდომა და გამოასწოროს ხარვეზები
საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიძიოს ყველა საარჩევნო გადაცდომა და გამოასწოროს ხარვეზები, - ამის შესახებ რუმინელმა დეპუტატმა ტიტუს კორლატეანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ დებატები გაიმართა. ამასთანავე, რუმინელმა დეპუტატმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა. „მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია გამოსწორდეს ხარვეზები. ისმოდა ბრალდებები არჩევნებში გადაცდომების შესახებ. მე დავამატებდი პოლარიზაციის საკითხს. ეს არის შემაშფოთებელი სიტუაცია. ჩვენ უნდა წავახალისოთ როგორც მმართველი ძალა, ასევე ოპოზიცია, რათა გაგრძელდეს დიალოგი და აღმოიფხვრას ეს პოლარიზაცია. მთავრობამ უნდა გამოიძიოს ყველა გადაცდომა და სათანადოდ გამოასწოროს ხარვეზები, რაც უნდა ეფუძნებოდეს ეუთო/ოდირის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, დაბრუნდეს პარლამენტში. ეს არის ადგილი, სადაც უნდა იმართებოდეს დემოკრატიული დებატები. ჩვენ უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ დავბრუნდეთ საქართველოში და რეფორმების პროცესში მონაწილეობის გაგრძელებას“, - განაცხადა რუმინელმა დეპუტატმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)