|
2021-01-25 16:07:41, 801 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება გაასაჩივრეს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრთა ნაწილმა, მათ შორის საქართველოს დელეგაციამ, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება გაასაჩივრა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სტრასბურგში მიმდინარე სესიაზე აღნიშნული ინიციატივით უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ დელეგაციის თავმჯდომარე, დეპუტატი მარია მეზენცევა გამოვიდა. მარია მეზენცეტავს სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პროცედურის თანახმად, ჩატარდა კენჭისყრა, რომელზეც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ასამბლეის რეგლამენტის მე-8 მუხლის შესაბამისად რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების გასაჩივრებას. აღნიშნულ კენჭისყრაზე რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების გასაჩივრებას ხუთი ეროვნული დელეგაციის 38-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ წავიდა 61, ხოლო 51-მა დეპუტატმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. საპროცედურო წესების თანახმად, აღნიშნული საკითხი გადაეგზავნება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამის კომიტეტს ანგარიშის მოსამზადებლად და ის კვირის ბოლოს განიხილება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)